logo
ENG



კიევში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის [ვიდეო]

26 თებ 202205:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/26/gtnlamsffzqre82.png

უკრაინის დედალაქალაქ კიევში ინტენსიური სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. მოსახლეობა სოციალური ქსელების მეშვეობით სხვადასხვა რაიონიდან ვიდეო მასალებს აქვეყნებს.

უკრაინის სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ძალებს კიევში მდებარე თბოელექტროსადგურ ТЭЦ-6-ის დაბომბვა უნდა, ხოლო უკრაინელები მათ მოგერიებას ცდილობენ.

გარდა ამისა, მესტროსადგურ ბერესტეისკაიასთან, სადაც სამხედრო ნაწილი მდებარეობს, ასევე აფეთქებების ხმა ისმის.

ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს როგორ იწვის მანქანა კიევის გამარჯვების გამზირზე, პარალელურად კი აფეთქებების და სროლის ხმა ისმის. 


close დახურვა